სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს გურიის მეწარმე ქალების წარმატებებით დაინტერესებისკენ მოუწოდა
სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს გურიის მეწარმე ქალების წარმატებებით დაინტერესებისკენ მოუწოდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთში, პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში“ იმყოფებოდა, სადაც ქალ მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტმა ჟურნალისტებს მოუწოდა, დაინტერესდნენ გურიის მეწარმე ქალების წარმატებებით.

„მაინტერესებს გურიის რეგიონის განვითარება. დღეს შევხვდი მეწარმეებს და არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც აწარმოებენ და ძალიან წარმატებულებიც არიან. პირველ რიგში, ესენი არიან ქალები და მოგიწოდებთ, რომ დაინტერესდეთ მათი წარმატებებით. ესაა ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არის აქ ასეთი ენერგია, არის შემართება და არის წარმატებული შედეგი. ეს არის ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. ვარ ძალიან გამხნევებული, ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ახალი წელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.