სალომე ზურაბიშვილმა და ელისო ბოლქვაძემ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის საკითხზე იმსჯელეს
სალომე ზურაბიშვილმა და ელისო ბოლქვაძემ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის საკითხზე იმსჯელეს

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალთან დაკავშირებით იმსჯელეს, ასევე, სახელოვნებო განათლების რეფორმებზე ისაუბრეს, რომელიც კომიტეტის ინიციატივით მიმდინარეობს.

„პრეზიდენტს ვთხოვე, მხარი დაეჭირა ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალისთვის, რომელიც 2022 წლის ივლისში გაიმართება და მან თანხმობა განაცხადა ფესტივალის პატრონაჟზე. ის ასევე მხარს უჭერს სახელოვნებო განათლების რეფორმას“, -განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

შეხვედრაზე ისაუბრეს მონაკოს პრინცთან ნორჩი ქართველი მუსიკოსების კონცერტზე, რომელიც მომავალი წლისთვის იგეგმება.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.