ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო, სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა 
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო, სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციეის ხელმძღვანელებს მიმართა.

როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, მძიმე კრიზისია შექმნილი და დღეს ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო.

„საქართველოს პრეზიდენტმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მიმართა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს: გაერო-ს გენერალურ მდივანს – ანტონიუ გუტერეშს, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში – როზმარი დიკარლოს, ევროკომისიის პრეზიდენტს – ურსულა ფონ დერ ლაიენს, ეუთო-ს თავმჯდომარეს – მიროსლავ ლაიჩაკს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს – მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს: გაერო-ს წარმომადგენელს – ჩიჰან სულტანოგლუს, ეუთო-ს თავმჯდომარეს სპეციალურ წარმომადგენელს – რუდოლფ მიჩალკას ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს – ტოივო კლაარს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს – მიშელ ბაშელეს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს – დუნია მიატოვიჩს.

​პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, მძიმე კრიზისია შექმნილი და დღეს ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო. დაკავებულია ცნობილი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რეგიონში თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად ჩავიდა. პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა ოკუპირებულ რეგიონში გამოსწორდეს ვითარება და უმოკლეს დროში გათავისუფლდეს ქართველი ექიმი“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი