სალომე ზურაბიშვილმა ახალქალაქში ქართული ანბანით მოხატული პანო საზეიმოდ გახსნა
სალომე ზურაბიშვილმა ახალქალაქში ქართული ანბანით მოხატული პანო საზეიმოდ გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დედაენის დღის აღსანიშნავად ახალქალაქში ქართული ანბანით მოხატული პანოს საზეიმოდ გახსნა და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

დედაენის დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქის კულტურის სახლის კედელი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ინიციატივითა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მხატვარმა მუსია ქებურიამ მოხატა.

ასევე, დედაენის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულები დააჯილდოვა და კონკურსში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები გამოავლინა.

დედაენის დღესთან დაკავშირებით ახალქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვეფხისტყაოსნიდან სტროფები წაიკითხეს.