სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომის დროს დაღუპული ფოთის ნავსადგურის თანამშრომლების ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო 
სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომის დროს დაღუპული ფოთის ნავსადგურის თანამშრომლების ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ფოთის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლების ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ პატივი მიაგო.

„ფოთის ნავსადგურში ეს მემორიალი არის ადგილი, სადაც უნდა გავიხსენოთ 2008 წლის ომის ეს ძალიან მძიმე ეპიზოდი. დღეს ასევე გიორგი ანწუხელიძის, საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა და მინდა, ერთად გავიხსენოთ ეს გმირები და ყველა ის, ვინც 2008 წლის ომის დროს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაიღუპა. ეს ის თარიღებია, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.