სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას პარლამენტში პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრებიან
სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას პარლამენტში პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრებიან

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას პარლამენტში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის წევრები დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოს დღეს მეორე წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

პრეზიდენტის მხრიდან ანგარიშის წარდგენა გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით.

პარლამენტის პლენარული სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.