სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის პარალელურად, რუსთავში აქცია გაიმართა

რუსთავში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა მოსახლეობასთან აქციის ფონზე გაიმართა. შეხვედრა რუსთავის თეატრში ჩატარდა. თეატრის გარეთ შეკრებილების განცხადებით, მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. მათი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატთან მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ჰქონდათ შეკითხვები. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.