სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება
სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება.

სალომე ზურაბიშვილი დღეს შეხვედრას გამართავს ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის და ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანის, რის შემდეგაც პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ამასთან, 23 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელს ოფიციალური ვიზიტით 22 იანვარს ეწვია. მან ვიზიტის პირველ დღეს შეხვედრები გამართა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან.