სალომე ზურაბიშვილი - ზურაბ ჟვანია იყო ევროპელი მაშინ, როდესაც  ქვეყანა ჯერ არ იდგა ევროპულ გზაზე ისე მყარად, როგორც დღეს
სალომე ზურაბიშვილი - ზურაბ ჟვანია იყო ევროპელი მაშინ, როდესაც  ქვეყანა ჯერ არ იდგა ევროპულ გზაზე ისე მყარად, როგორც დღეს

ზურაბ ჟვანია ორი ნიშნით იყო გამორჩეული, სახელმწიფოებრიობითა და ევროპულობით,- ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ზურაბ ჟვანია ორი ნიშნით იყო გამორჩეული. პირველი, ეს იყო სახელმწიფოებრიობა. მას კარგად ესმოდა, რას ნიშნავს და როგორ უნდა გაძლიერდეს სახელმწიფო. რომ არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ პარტიულ წყობაზე, არამედ მთავარია სახელმწიფოებრიობის სხვა კონცეფცია, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება დღეს. მეორე კი, იყო ევროპულობა. ზურაბ ჟვანია იყო ევროპელი მაშინ, როდესაც  ქვეყანა ჯერ კიდევ არ იყო ევროპულ გზაზე დამდგარი ისე მყარად, როგორც დღეს. მას კარგად ესმოდა, რა იყო ევროპულობა“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ზურაბ ჟვანიას დღეს 55 წელი შეუსრულდებოდა. დიდუბის პანთეონში, ზურაბ ჟვანიას საფლავი სალომე ზურაბიშვილმა ყვავილებით შეამკო.