სალომე ზურაბიშვილი – წინა პრეზიდენტის შეფასება კორექტულად არ მიმაჩნია

19:05, 13.12.2018

წინა პრეზიდენტის შეფასება კორექტულად არ მიმაჩნია, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გიორგი მარგველაშვილის მუშაობის შეფასებას ეხებოდა.

„მე არასდროს შემიფასებია სხვა საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც ჩემს შემდეგ იყვნენ ამ თანამდებობაზე. არ მიმაჩნია კორექტულად, რომ შევაფასო წინა პრეზიდენტი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი