სალომე ზურაბიშვილი - ვუსამძიმრებ იდლიბში მსხვერპლთა ოჯახებს და თურქ ხალხს
სალომე ზურაბიშვილი - ვუსამძიმრებ იდლიბში მსხვერპლთა ოჯახებს და თურქ ხალხს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იდლიბის პროვინციაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ტვიტერში“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„ვგლოვობ იდლიბში თურქების ტრაგიკულ სიკვდილს. ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს და თურქ ხალხს. თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.

იდლიბში სირიის არმიამ, რომელიც რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით მოქმედებს, იერიში მიიტანა თურქი სამხედროებისა და მათი მხარდაჭერით მოქმედი სირიელი ოპოზიციონერების შეიარაღებული შენაერთების პოზიციებზე. შედეგად, 33 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.