სალომე ზურაბიშვილი – ვუსამძიმრებ იდლიბში მსხვერპლთა ოჯახებს და თურქ ხალხს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იდლიბის პროვინციაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ტვიტერში“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„ვგლოვობ იდლიბში თურქების ტრაგიკულ სიკვდილს. ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს და თურქ ხალხს. თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.
იდლიბში სირიის არმიამ, რომელიც რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით მოქმედებს, იერიში მიიტანა თურქი სამხედროებისა და მათი მხარდაჭერით მოქმედი სირიელი ოპოზიციონერების შეიარაღებული შენაერთების პოზიციებზე. შედეგად, 33 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
I mourn the tragic loss of Turkish life in #Idlib. I send my condolences to the families of the victims and to the people of #Turkey, our strategic partner and neighbor.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 28, 2020