სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ ყველა ახალგაზრდას გამოცდების წარმატებით დასრულებას, თქვენს მიერ შეძენილი ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი შექმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს
სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ ყველა ახალგაზრდას გამოცდების წარმატებით დასრულებას, თქვენს მიერ შეძენილი ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი შექმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველკურსელებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.

„ვულოცავ ყველა ახალგაზრდას ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და სტუდენტობას.

ამ წლების განმავლობაში თქვენს მიერ შეძენილი ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი შექმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს!

წარმატებებს გისურვებთ და მინდა, ირწმუნოთ, რომ თქვენს შრომაზე, შესაძლებლობასა და მონდომებაზეა დამოკიდებული თქვენი მიღწევები!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

დატოვე კომენტარი