სალომე ზურაბიშვილი – ვულოცავ ლიზ ტრასს პრემიერად არჩევას, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა, ველოდები ერთად მუშაობას საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად

15:59, 05.09.2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიზ ტრასს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ელოდება ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად.

„ვულოცავ ლიზ ტრასს, გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრს. ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა, რომელიც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და უფრო ძლიერი ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის იმუშავებს. ველი ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასი აირჩიეს. ხმის მიცემის შედეგები ცოტა ხნის წინ გამოცხადდა ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ყრილობაზე.

მსგავსი