სალომე ზურაბიშვილი – ვულოცავ კიევის დღეს დედაქალაქის მოსახლეობას, რომლის საუკუნოვანი გამძლეობა განაგრძობს იმედის გაღვივებას და სამაგალითოდ რჩება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიევის მოსახლეობას დედაქალაქის დღეს ულოცავს.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„გილოცავთ კიევის დღეს! 1 540 წლის ლამაზი, ევროპული ქალაქი, რომლის მომავალიც ისეთივე ნათელი და გმირულია, როგორც მისი ისტორია. ვულოცავ კიევის მოსახლეობას, რომლის საუკუნოვანი გამძლეობა განაგრძობს იმედის გაღვივებას და სამაგალითოდ რჩება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
დღეს, 29 მაისს უკრაინაში კიევის დღე აღინიშნება. კიევის დღე პირველად 1982 წელს, ქალაქის 1 500 წლის იუბილეზე აღინიშნა.
Happy #KyivDay! A beautiful city, a European city for 1540 years with a future as bright and heroic as its history. Congratulations to the people of Kyiv, whose resilience over the centuries continues to bring hope and be exemplary.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) May 29, 2022