სალომე ზურაბიშვილი – ვულოცავ დღევანდელ დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, მათ, ვინც იცავს სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხოებას

20:13, 23.06.2023

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსებიდან 29 წლისთავს ულოცავს.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 29 წლისაა. ვულოცავ დღევანდელ დღეს მის თითოეულ თანამშრომელს, მათ, ვინც დღეს სახელმწიფოს სამსახურშია და იცავს სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხოებას.

ვაფასებ თქვენს საქმიანობას და განსაკუთრებულ მადლობას გიხდით ერთგული სამსახურისათვის!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი