სალომე ზურაბიშვილი - ვის შევიწყალებ, წინასწარ ვერ გამოვაცხადებ, სიას ყველას გავაცნობ
სალომე ზურაბიშვილი - ვის შევიწყალებ, წინასწარ ვერ გამოვაცხადებ, სიას ყველას გავაცნობ

ვის შევიწყალებ, წინასწარ ვერ გამოვაცხადებ, სიას ყველას გავაცნობ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ვის შევიწყალებ, ამას წინასწარ ვერ გამოვაცხადებ. სია იქნება ერთობლივად გამოცხადებული და ყველას ერთად გავაცნობ ამ სიას. დღეს არ მქონია მეუფე შიოსთან ამაზე საუბარი და მგონი, არავინ ერევა ჩემს გადაწყვეტილებაში. არანაირად არ არის ჩემზე რამე ფორმით ზეწოლა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.