სალომე ზურაბიშვილი - ვეცადე, პარიზში სტუდენტებისთვის მეთქვა, რა იმედები მაქვს საქართველოსთან დაკავშირებით
სალომე ზურაბიშვილი - ვეცადე, პარიზში სტუდენტებისთვის მეთქვა, რა იმედები მაქვს საქართველოსთან დაკავშირებით

ვეცადე, სტუდენტებისთვის მეთქვა, რა იმედები მაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (SciencesPo) საჯარო ლექციის შემდეგ განუცხადა.

„აქ ვიყავი, როგორც სტუდენტი, იმ დროს აზრზე არ ვიყავი, რა მომივიდოდა. მგონი 47 წელი გავიდა მას შემდეგ. აქ ვიყავი როგორც პროფესორი, ვასწავლიდი ცხრა წლის განმავლობაში და ამიტომ ეს ადგილი ჩემთვის არის ცხოვრების ნაწილი და ძალიან ემოციურია, როდესაც აქ ბრუნდები, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და გისმენენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. ძალიან გამიხარდა, რომ ქართველი სტუდენტებიც არიან აქ. გოგონები, ხვალინდელი პრეზიდენტები. ვეცადე, მათთვის მეთქვა, თუ რა იმედები მაქვს საქართველოსთვის. რა პრობლემები გვაქვს და რა გამოწვევები, ეს ყველამ ვიცით, რომ ძალიან რთული, ძალიან მძიმე გამოწვევები გვაქვს, მაგრამ არის იმედი, არის გზა წინ და მე ამ გზაზე მინდოდა მესაუბრა დღეს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ პარიზში, პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (SciencesPo) საჯარო ლექცია წაიკითხა – „საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში“.