სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„გულითადად ვულოცავ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას.

საქართველო თქვენში ხედავს ევროპას, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება.

მოუთმენლად ველოდები ჩვენს სამუშაო ურთიერთობებს უახლოეს მომავალში“, – აღნიშნავს „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში სალომე ზურაბიშვილი.

ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს აირჩიეს. ჟან-კლოდ იუნკერს ის პირველი ნოემბრიდან შეცვლის.