სალომე ზურაბიშვილი – ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე გავიმეორე ქართველი ხალხის ურყევი ნება, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.
„პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორე ქართველი ხალხის ურყევი ნება, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ხაზი გავუსვი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას ქართველი საზოგადოებისთვის.
მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას, რომელიც წინ წაწევს საქართველოს მის ისტორიულ გზაზე ევროკავშირისკენ“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
To President @vonderleyen , I reiterated the unwavering will of the Georgian people to join the European family & emphasized the importance of the status of a 🇪🇺 candidate for 🇬🇪 society
I look forward to our continued cooperation advancing 🇬🇪 on its historic path toward 🇪🇺 pic.twitter.com/MQ5Ntpv5WC
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) May 30, 2023