სალომე ზურაბიშვილი - უნიკალური ფრინველებისთვის სურათების გადაღება თუ მოგწონთ, ჩამოდით ვაშლოვანის პარკში, კახეთში, საქართველოში [ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში ვიდეომიმართვას ვაშლოვანის პარკიდან ავრცელებს.

ზურაბიშვილი უნიკალურ ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულ ტურისტებს ურჩევს, სწორედ ვაშლოვანის პარკს ესტუმრონ.

„გაატარეთ თქვენი ზაფხული საქართველოში. ჩვენ ვიმყოფებით აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში. ჩვენ ვართ ვაშლოვანის პარკში, რომელიც არის უნიკალური ადგილი ევროპასა და მსოფლიოში, სადაც ყველა კონტინენტიდან ჩამოდიან ფრინველებზე დასაკვირვებლად, რადგან ისინი იკრიბებიან აქ ძალიან მცირე ტერიტორიაზე. ასე რომ, თუ მოგწონთ უნიკალური ფრინველებისთვის სურათების გადაღება, ჩამოდით ვაშლოვანის პარკში, კახეთში, საქართველოში“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.