სალომე ზურაბიშვილი – უმკაცრესად ვგმობ თავდასხმას ოდესაზე, ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეში დარღვევა
ოდესაზე და მის მშვიდობიან მცხოვრებლებზე თავდასხმა არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეში დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა.
ზურაბიშვილის თქმით, ოდესაზე თავდასხმა არის რუსეთის მორიგი სამხედრო დანაშაული.
„რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული, უმკაცრესად ვგმობ თავდასხმას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე – ოდესაზე და მის მშვიდობიან მცხოვრებლებზე, ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეში დარღვევა“, – წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ღამით რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს ოდესის ცენტრზე. სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. დანგრეულია ექვსი საცხოვრებელი სახლი. ასევე, ოდესის ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი – ფერისცვალების საკათედრო ტაძარი.
Another war crime committed by Russia in Ukraine!
I condemn in the strongest terms attacks on #UNESCO world heritage sight – #Odesa and its peaceful residents, blunt violations of all norms of international law
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) July 23, 2023