სალომე ზურაბიშვილი უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს.
„სიტყვები ვერ გადმოსცემს უკრაინის ავიახაზების ავიაკატასტროფას, წარმოუდგენელი კატასტროფაა. ჩემი ღრმა მწუხარება დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მეგობრებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
უკრაინული ავიალაინერი თეირანის აეროპორტის სიახლოვეს აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. დაღუპულია ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი. ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავში 170 ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა იყო.
No word can relate to the crash of the #PS752 Ukrainian International Airlines, an unspeakable disaster. I send my deepest condolences to the families and friends of the victims.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) 8 January 2020