სალომე ზურაბიშვილი – უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ დღეში ოდესის დაბომბვა ძალადობრივი ქმედებაა, რომელიც დაგმობილი უნდა იყოს

21:29, 23.07.2022

ოდესის დაბომბვა, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ დღეში მოხდა, არის ძალადობრივი ქმედება, რომელიც დაგმობილი უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ მიკრობლოგში წერს.

„ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც საკუთარ სიტყვას და არც გლობალურად არსებულ ჰუმანიტარულ და მომარაგებასთან დაკავშირებულ ვითარებებს”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

რუსებმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტი დღეს დაბომბეს.

მსგავსი