სალომე ზურაბიშვილი - ჩემი დღევანდელი ნათქვამი თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო, ბოდიშს ვუხდი
სალომე ზურაბიშვილი - ჩემი დღევანდელი ნათქვამი თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო, ბოდიშს ვუხდი

საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ დღევანდელი მისი გამონათქვამი სერიოზულად არ იყო აღქმული.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ცოტა ხუმრობა ზოგჯერ შეიძლება.

„ჟურნალისტებს არ ვეჩხუბე. ცოტა ხუმრობა ზოგჯერ შეიძლება. არ ვიყოთ ძალიან სერიოზულები სულ მუდამ. იმედი მაქვს, არ მიიღეთ სერიოზულად. თუ ვინმემ ეს სერიოზულად მიიღო, ბოდიშს ვუხდი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტების კითხვას, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში აპირებს თუ არა ავლაბრის სასახლეში შესვლას, ასე უპასუხა: „სასახლესთან დაკავშირებით ჩემი აზრი უკვე დავაფიქსირე. ხვალ ვრცელ გამოსვლაში, სადაც ყველაფერზე იქნება საუბარი, ამ თემაზე ჩემს პოზიციას გავიმეორებ, მაგრამ უკვე არის ნათქვამი და ჟურნალისტებმა  ცოტა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.