სალომე ზურაბიშვილი - თუ არ ვიზრუნეთ, რომ მოსახლეობა, რომელიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ცხოვრობს, შემოვირიგოთ, ტერიტორიები არც არაფერს ნიშნავს
სალომე ზურაბიშვილი - თუ არ ვიზრუნეთ, რომ მოსახლეობა, რომელიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ცხოვრობს, შემოვირიგოთ, ტერიტორიები არც არაფერს ნიშნავს

სახელმწიფოს, ქვეყნის გაერთიანება არ უნდა გავიგოთ მარტივად, როგორც მხოლოდ ტერიტორიების გაერთიანება, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანა იყოს სტაბილური და გაერთიანებული. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, გაერთიანებას სხვადასხვა ფორმა და ასპექტი გააჩნია.

„გაერთიანება ცხადია, ნიშნავს ქვეყნის, სახელმწიფოს გაერთიანებას. ეს არ უნდა გავიგოთ მარტივად, როგორც მხოლოდ ტერიტორიების გაერთიანება. ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ და არ ვიმოქმედეთ იმისთვის, რომ მოსახლეობა, რომელიც დღეს ცხოვრობს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, შემოვიერთოთ, შემოვირიგოთ და ერთად დავინახოთ საქართველოს პერსპექტივა მომავალში, მაშინ ტერიტორიები არც არაფერს ნიშნავს და ტერიტორია რჩება ტერიტორიად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე დღეს ოფიციალურად დაასახელა.