სალომე ზურაბიშვილი თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მართავს
სალომე ზურაბიშვილი თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მართავს.

შეხვედრას ესწრებიან აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები.

ეს აჭარის ხელისუფლების პირველ პირებთან პრეზიდენტის პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, რის შემდეგაც, მედიისთვის კომენტარები გაკეთდება.