პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი „ტექნოპარკში“ სტუდენტებს ხვდება. ის ახალგაზრდებს სამომავლო გეგმებს აცნობს.
სალომე ზურაბიშვილმა შეკრებილებს განუცხადა, რომ ახალგაზრდებს ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ.
„როგორც პრეზიდენტი, ნოვაციების ხელშემწყობი ვიქნები. ვიცი, ინოვაციების კუთხით არსებობს კონკურსები ახალგაზრდებისთვის. ნიჭს უნდა მივცეთ გასაქანი. ჩვენ დღეს უნდა ვიმსჯელოთ, რა შეუძლია, გააკეთოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებისთვის და მათი განვითარებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.