სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია „სიბიესს“ მიმართავს, შეიცვალოს სერიალის ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი „რუსეთის პროვინციად“ არის მოხსენიებული
სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია „სიბიესს“ მიმართავს, შეიცვალოს სერიალის ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი „რუსეთის პროვინციად“ არის მოხსენიებული

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეკომპანია „სიბიესს“ (CBS) მიმართავს და ცნობილი სერიალის „საზღვაო პოლიცია: ახალი ორლეანის“ შემდეგი ეპიზოდის სცენარში ცვლილებების შეტანას ითხოვს.

როგორც ზურაბიშვილი წერს, სერიალის შემდეგ ეპიზოდში ე.წ. სამხრეთ ოსეთი „რუსეთის პროვინციად“ არის მოხსენიებული.

„სერიალის „საზღვაო პოლიცია: ახალი ორლეანი“ შემდეგ სერიაში „სამხრეთ ოსეთი“ მოხსენიებული იქნება როგორც „რუსეთის პროვინცია“. სცენარში ეს შეცდომა უპასუხისმგებლობაა და ჩვენ მოვუწოდებთ „სიბიესს“ და შოუს სცენარისტებს, პატივისცემით მოეკიდონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სცენარში საჭირო კორექტივები შეიტანონ“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.