სალომე ზურაბიშვილი - თელავმა არ მომცა ხმა, ეს არის ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა, ამით ვაჩვენო, რომ ყველას პრეზიდენტი ვარ
სალომე ზურაბიშვილი - თელავმა არ მომცა ხმა, ეს არის ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა, ამით ვაჩვენო, რომ ყველას პრეზიდენტი ვარ

თელავმა არ მომცა ხმა, ეს არის ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა, ამით ვაჩვენო, რომ ყველას პრეზიდენტი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის ცერემონიის თელავში გამართვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს მისი ინიციატივა იყო.

„ჩემთვის მხოლოდ ერთი ქალაქი განიხილებოდა. რამდენიმე სცენარი იყო, მაგრამ ჩემი წინადადება თელავია, რადგან მთელი ჩემი საარჩევნო კამპანია ამ თემაზე იყო, რომ ჩვენ რეგიონები უნდა ამოვწიოთ, რათა ისინი განვითარდეს. რეგიონების გარეშე საქართველო ვერ განვითარდება. ვთვლი, რომ თელავი ძალიან სწორი არჩევანია. მეორე მიზეზი, რატომ ავირჩიე თელავი არის ის, რომ თელავმა არ მომცა ხმა. ეს არის ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა, ამით ვაჩვენო, რომ ყველას პრეზიდენტი ვარ, თუნდაც იმ ადამიანების, რომლებმაც ხმა არ მომცეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში  დღეს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა შედგა.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.