სალომე ზურაბიშვილი თბილისში საარჩევნო შტაბის თანამშრომლებს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი თბილისში საარჩევნო შტაბის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში საარჩევნო შტაბის თანამშრომლებს შეხვდა.

ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატმა ათივე შტაბის წარმომადგენელს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვიყავი თბილისის ყველა შტაბში. მინდოდა მადლობა გადამეხადა იმ ადამიანებისთვის, ვინც მეხმარებოდა და თავდაუზოგავად შრომობდა. წინ კიდევ ბევრი საქმეა და ჩვენ ამ საქმეში ყველანი ერთად ვართ. დიდია შემართება და მზადყოფნა, ხალხი გრძნობს მობილიზებას და აქვს კარგი განწყობა. ვემზადებით გამარჯვებისთვის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.