სალომე ზურაბიშვილი - თავშეკავება პოზიციაა, დარბაზიდან გასვლა კი საკუთარი პოზიციის გამოხატვის შიშს ავლენს
სალომე ზურაბიშვილი - თავშეკავება პოზიციაა, დარბაზიდან გასვლა კი საკუთარი პოზიციის გამოხატვის შიშს ავლენს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმის სტატუსის შესახებ გაერო-ს რეზოლუციაზე საქართველოს პოზიციას წერილობით ეხმაურება.

“უნდა ვაღიარო, რომ არ მესმის დარბაზში არ გამოცხადება რა პოზიციაა? როცა ამერიკის ჩვენზე არა ნაკლებ მეგობრებს, თუ გინდ არა ნაკლებად დავალებულებს, თავიანთი პოზიციის დაფიქსირების არ მოერიდათ (ანუ საკითხის მიმართ ნეიტრალობა და თავშეკავება კენჭისყრის დროს). სასაცილო ის არის, რომ ერთნაირად მიუძღვნა მადლობა ამერიკის ელჩმა თავშეკავებულებს და დარბაზიდან გასულებს … ანუ არც არაფერი დაშავდებოდა!

თავშეკავება პოზიციაა, დარბაზიდან გასვლა კი საკუთარი პოზიციის გამოხატვის შიშს ავლენს. ასეთი ქცევა არ გვეკადრება მგონი, ქვეყანას, რომელმაც ამდენი იბრძოლა და ამდენ ხანს ელოდა, რომ თავისი თავი საერთაშორისო თანამეგობრობაში თავისი ადგილი დაემკიდრებინა. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთ თავდახრილობას ბოლოს და ბოლოს არავინ გიფასებს, არც მოყმე და არც მტერი, იგი შეიძლება შეგულიანდეს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ მომზადებულ რეზოლუციას უყარეს კენჭი.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში კენჭისყრის პროცესს არ ესწრებოდა.