სალომე ზურაბიშვილი – თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობასა და პოლონელ ხალხს
სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობასა და პოლონელ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობასა და პოლონელ ხალხს. პოლონეთი ევროპის გულია. ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.
პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან მომხდარი აფეთქების შემდეგ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა განცხადებაში დაკონკრეტებული არ იყო, საიდან იყო ნასროლი რაკეტა. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ქვეყანას ჯერ არ აქვს კონკრეტული მტკიცებულება, ვინ ისროლა რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩავარდა. მომხდარის შესახებ განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმაც. ჯო ბაიდენის თქმით, ნაკლებსავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა რუსეთიდანაა ნასროლი