ჯო ბაიდენი - ნაკლებსავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა რუსეთიდანაა ნასროლი
ჯო ბაიდენი - ნაკლებსავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა რუსეთიდანაა ნასროლი

ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა რუსეთიდანაა ნასროლი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„არ მინდა ამის თქმა მანამდე, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, მაგრამ ტრაექტორიის მიხედვით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან იყო ნასროლი, მაგრამ ვნახავთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, საიდან იყო ნასროლი რაკეტა. მომხდართან დაკავშირებით, უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს.