სალომე ზურაბიშვილი – თანაგრძნობას ვუცხადებ მაროკოს მოსახლეობას დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა მაროკოელი ხალხის მიმართ. დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა, მრავალი ადამიანი კი, უსახლკაროდ დარჩა. ჩვენი ფიქრები ახლა დაღუპულთა ოჯახებთანაა. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 820, ხოლო დაშავდა 672 ადამიანი.
My heartfelt condolences to the people of #Morocco in wake of the devastating earthquake, killing hundreds and leaving many more homeless
Our thoughts are with the victims’ families and we wish a swift recovery to those injured. Sending strength to the brave first responders
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) September 9, 2023