სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე – დიდი გამარჯვება, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს სიმართლეს

01:36, 25.03.2022

დიდი გამარჯვება, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს სიმართლეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„ამ გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აშკარა იურიდიულ, საერთაშორისო მხარდაჭერას“,- აცხადებს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ რუსეთის კოორდინაციით წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად ცნო.

მსგავსი