სალომე ზურაბიშვილი – „სპეცნაზელები“ მზადყოფნაში არიან, ევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყონ მოქმედება, საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს

22:35, 15.04.2024

საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„„რუსული კანონის“ წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი აქციები თბილისში. „სპეცნაზელები“ წყლისა და გაზის ჭავლებით მზადყოფნაში არიან, ევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყონ მოქმედება. მიმდინარეობს დაკავებები. საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი