სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს კორონავირუსისგან სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„გისურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას. ამ ვირუსმა არ იცის საზღვრები, სტატუსი, მაგრამ ჩვენ მას გლობალური სოლიდარობით დავამარცხებთ და აქედან უფრო ძლიერები გამოვალთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს „კოვიდ-19“ დღეს დაუდასტურდა.
.@Arm_President, wishing you a speedy recovery! This virus knows no boundary, no status but we will defeat this crisis through #GlobalSolidarity and come out stronger.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 5, 2021