სალომე ზურაბიშვილი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს რუსეთის მორიგ პროვოკაციას უწოდებს
სალომე ზურაბიშვილი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს რუსეთის მორიგ პროვოკაციას უწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ მორიგ პროვოკაციას უწოდებს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა, სხვა საკითხებთან ერთად, 10 თებერვალს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრაზეც განიხილეს.

„საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ეს გახლავთ რუსეთის მხრიდან განხორციელებული მორიგი პროვოკაცია, რომელსაც გმობს არა მხოლოდ ქართული მხარე, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. ამას ადასტურებს ეუთო-ს თავმჯდომარის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკის  საქართველოში ვიზიტი. 10 თებერვალს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ასევე განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

დატოვე კომენტარი