სალომე ზურაბიშვილი - სხვადასხვა პარტიას აქვს განსხვავებული პოზიცია პრეზიდენტად ჩემს აღიარებაზე, თუმცა დღეიდან ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი - სხვადასხვა პარტიას აქვს განსხვავებული პოზიცია პრეზიდენტად ჩემს აღიარებაზე, თუმცა დღეიდან ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი

მადლიერი ვარ მათი, ვინც ხმა მომცა არჩევნებში, მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომელმაც, როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, მხარი დამიჭირა და ამით დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თელავში, ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა. ისიც ვიცი, რომ სხვადასხვა პარტიას აქვს განსხვავებული პოზიცია, თუნდაც, ჩემი პრეზიდენტად აღიარებასთან დაკავშირებით. თუმცა, დღეიდან კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია. ამ პასუხისმგებლობასა და ცნობიერებაზე დგას თანამედროვე სახელმწიფო“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.