სალომე ზურაბიშვილი – შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმით, პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს
შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმით, პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიფენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით.
პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
პრეზიდენტ ტრამპს და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ვუსამძიმრებ ამ თავდასხმის დროს დაღუპულის ოჯახს“,- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
Deeply shocked by the shooting of the former US President Trump.Political violence is deplorable and should have no place in a democracy.I wish President Trump and all those injured a speedy recovery and send my condolences to the family of the one fatally shot during this attack
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) July 14, 2024