სალომე ზურაბიშვილი - შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც მას დღეს ზეიმობს
სალომე ზურაბიშვილი - შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც მას დღეს ზეიმობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქრისტეს შობას ულოცავს საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც ამ დღესასწაულს დღეს, 25 დეკემბერს აღნიშნავს.

„შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც მას დღეს, 25 დეკემბერს ზეიმობს! განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს მოქალაქეებს – ჩვენი საზოგადოების განუყოფელ წევრებს! ყველას ვუსურვებ მშვიდობას ქვეყანაში, სიმშვიდესა და ბედნიერებას!“ – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის მილოცვაში.

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი 25 დეკემბერს ქრისტეს შობას ზეიმობს. ამ დღესასწაულს დღეს აღნიშნავს საქართველოს მოსახლეობის ნაწილიც.