სალომე ზურაბიშვილი – შევხვდი პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას საქართველოში არსებული სიტუაციისა და მზარდი რეპრესიების განსახილველად, ლიეტუვის მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ
შევხვდი პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას საქართველოში არსებული სიტუაციისა და მზარდი რეპრესიების განსახილველად, ლიეტუვის მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ზურაბიშვილი წერს, რუსეთის ბრძანებების შემსრულებლებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.
„შევხვდი პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას საქართველოში არსებული სიტუაციისა და მზარდი რეპრესიების განსახილველად. მათ, ვინც რუსეთის ბრძანებებს ასრულებს, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. მადლობელი ვარ ლიეტუვის მხარდაჭერის ჩვენს ბრძოლაში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
Met with President @GitanasNauseda to discuss Georgia’s situation and growing repression. Those enforcing Russia’s orders must be held accountable. Grateful for 🇱🇹’s support in our fight for new, free, and fair elections. #MSC2025 pic.twitter.com/H0zd3xkZZZ
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 14, 2025