სალომე ზურაბიშვილი - შესანიშნავი საუბარი მქონდა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან, ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები
სალომე ზურაბიშვილი - შესანიშნავი საუბარი მქონდა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან, ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯა მელონის შეხვდა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„შესანიშნავი საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან. ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები. მადლობა გადავუხადე მას ქართველი ხალხის მხარდასაჭერად იტალიის მიერ მხარდაჭერილი, ევროკავშირის ძლიერი და გადამწყვეტი ქმედებისთვის. მადლობა, იტალია!“ – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.