სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში პოლიტიკური პროცესები „კოვიდის“ კრიზისის გამო არ შეფერხებულა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მან ხელი არ შეუშალოს საარჩევნო კალენდარს
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში პოლიტიკური პროცესები „კოვიდის“ კრიზისის გამო არ შეფერხებულა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მან ხელი არ შეუშალოს საარჩევნო კალენდარს

საქართველოში ძირითადი პოლიტიკური პროცესები „კოვიდის“ კრიზისის გამო არ შეფერხებულა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მან ხელი არ შეუშალოს ან ზეგავლენა არ მოახდინოს მომავალ საარჩევნო კალენდარზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ყველა ამომრჩეველი იქნება ინფორმირებული ხმის მიცემისა და უსაფრთხოების პირობებზე, რათა იყოს დაცული საარჩევნო უბანზე მისვლისას.

„ვიცი, რომ პარლამენტი, ჯანდაცვის სექტორთან ერთად უკვე მუშაობს პირობებზე, რომელიც გამოიყენება საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით, ასევე ამომრჩევლებთან. არსებობს სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც ჩაატარეს არჩევნები კოვიდის პირობებში. აღნიშნული წარმატებები არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ბრწყინვალედ არის და შემდეგი თვეები იქნება ადვილი. არჩევნებამდე არის გამოწვევები. გამოწვევები კვლავ არსებობს. სამწუხაროდ, არსებობს ისეთი მოძრაობა, რომელმაც შესაძლოა, ზოგად სტაბილურობაზე ზეგავლენა მოახდინოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.