სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში ახლა უმთავრესი სტაბილურობაა, რაც შს მინისტრს უკავშირდება, რადგან საკმაოდ პატივცემული პიროვნებაა
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში ახლა უმთავრესი სტაბილურობაა, რაც შს მინისტრს უკავშირდება, რადგან საკმაოდ პატივცემული პიროვნებაა

საქართველოში ახლა უმთავრესი სტაბილურობაა, ქვეყნის სტაბილურობა კი სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრს უკავშირდება, რადგან ის საკმაოდ პატივცემული პიროვნებაა, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ ჟურნალისტის კითხვას თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე რატომ რჩება შს მინისტრი თანამდებობაზე.

სალომე ზურაბიშვილმა ბიბისის“ რადიოს ერთ-ერთ გადაცემაში ინტერვიუს დრო თბილისში ბოლო დღეებში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„რუსეთისთვის რეგიონში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა საქართველოს სტაბილურობაა. საქართველოს სტაბილურობა კი შინაგან საქმეთა მინისტრთან არის დაკავშირებული, რომელიც საკმაოდ პატივცემული პიროვნებაა. ძალიან უცნაურია, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც რეგიონში ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში შორის ვითარება დაძაბულია. ხვალ სტამბოლში არჩევნები იმართება. საქართველო ევროპისკენ სტაბილურად მიიწევს. შემდეგ თვეში კი, ევროკავშირთან პარტნიორობის საკმაოდ მნიშვნელოვანი კონფერენცია იმართება. სწორედ ასეთ პერიოდში არის ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობები. სწორედ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ნათელია, რომ რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყანას, რომელმაც იცის, საით მიდის და აქვს მკაფიო ევროატლანტიკური პერსპექტივა. სწორედ ამიტომ გასაკვირი არის არის, რომ რუსეთისთვის ოკუპანტის წოდების გამო, ბატონმა მედვედევმა გამაკრიტიკა“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა „ბიბისისთან“ ინტერვიუს დროს.

საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, პრობლემა არის ის, რომ სპონტანური და მასობრივი პროტესტი საღამოს საათებში ადამიანების მცირე ჯგუფმა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. მათი მიზანი კი დესტაბილიზაცია და პარლამენტის შენობის დაკავება იყო.