სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს პრეზიდენტი არის და იქნება აფხაზური ენის, იდენტობის, ქვეყნის გამთლიანების დამცველი, ვეცდები, ყველანაირად დავიცვა ეს მოვალეობა
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს პრეზიდენტი არის და იქნება აფხაზური ენის, იდენტობის, ქვეყნის გამთლიანების დამცველი, ვეცდები, ყველანაირად დავიცვა ეს მოვალეობა

საქართველოს პრეზიდენტი დღევანდელი კონსტიტუციით, მაგრამ ხვალინდელი კონსტიტუციით უფრო მეტად, არის და იქნება აფხაზური ენის, აფხაზური იდენტობისა და ამ ქვეყნის გამთლიანების დამცველი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

„საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციით არის და იქნება ერთადერთი დამცველი დღევანდელ პირობებში აფხაზური ენის, აფხაზური იდენტობისა და ქვეყნის გამთლიანების. ეს არის მისი სამივე მოვალეობა. მთელი ჩემი სულით, ენერგიით ვეცდები, რომ ყველანაირად დავიცვა ეს მოვალეობა, ეს ვალდებულება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დაშვებულია დროშები.