სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ეყოფა ამდენი მსხვერპლი, დაწყებული იუნკერებით და დამთავრებული აგვისტოს ომით, ეს არის ომი, რომელიც გრძელდება
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ეყოფა ამდენი მსხვერპლი, დაწყებული იუნკერებით და დამთავრებული აგვისტოს ომით, ეს არის ომი, რომელიც გრძელდება

საქართველოს ეყოფა ამდენი მსხვერპლი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, ომი არ დასრულებულა, რადგან ყოველდღიურად არის გატაცებები ე.წ. საზღვარზე.

„პირველ რიგში, მინდა პატივისცემა, ჩემი ტკივილი გამოვხატო ამ გმირების საფლავებთან მოსვლით და სურვილი გამოვთქვა, რომ საქართველოს ეყოფა ამდენი მსხვერპლი, ამდენი წლების მანძილზე და მთავარი ბოლო ერთი საუკუნე, დაწყებული იუნკერებით და დამთავრებული აგვისტოს ომით, მაგრამ არა დამთავრებული, რამეთუ ყოველდღიურად, ჩვენ ვხედავთ ამ გატაცებებს არარსებულ საზღვარზე და ეს არის ომი, რომელიც გრძელდება. ეს არის საქართველოს დღევანდელი, გუშინდელი და სანამ საბოლოოდ არ იქნება გაერთიანებული, საქართველოს ტრაგედია. ეს არის სიტყვები, რომლებიც ამ ადგილზე მინდოდა მეთქვა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.