სალომე ზურაბიშვილი - საქართველო უნდა გახდეს რეგიონში ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კერა, რითაც გაიზრდება ქვეყნის მიმზიდველობა
სალომე ზურაბიშვილი - საქართველო უნდა გახდეს რეგიონში ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კერა, რითაც გაიზრდება ქვეყნის მიმზიდველობა

საქართველო მდებარეობს რეგიონში, რომელიც მსოფლიოსთვის საინტერესო ეკონომიკური პროექტების განხორციელების შანსებს იძლევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო უნდა გახდეს რეგიონში ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კერა, რითაც გაიზრდება ქვეყნის მიმზიდველობა.

„ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ინიციატივა და ინოვაცია. ეს არის ახალგაზრდების დანიშნულება მოვალეობა ქვეყნის წინაშე და წარმოადგენს რეალურ პერსპექტივას მომავალი თაობისთვის. მთელი ჩემი ძალებით მზად ვარ, გვერდით დავუდგე მათ, ერთად მოვიზიდოთ ინვესტიციები და ხელი შევუწყოთ ახალი იდეების განხორციელებას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.