სალომე ზურაბიშვილი – საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მშვიდობიანი კავკასია არის გზა უფრო ძლიერი, განვითარებული და დამოუკიდებელი რეგიონისკენ
საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს.
ზურაბიშვილის თქმით, მშვიდობიანი კავკასია არის გზა უფრო ძლიერი, განვითარებული და დამოუკიდებელი რეგიონისკენ.
„საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობიანი კავკასია არის გზა უფრო ძლიერი, განვითარებული და დამოუკიდებელი რეგიონისკენ, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენი მოსახლეობის მომავალს“, – წერს ზურაბიშვილი.
Georgia 🇬🇪 deplores the dangerous escalation between our two neighbours and friends, Armenia and Azerbaidjan . A peaceful Caucasus is the path towards a stronger, developped and more independent region benefitting the future of our populations.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) September 15, 2022